საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ 112-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ის უკრაინის მოქალაქე და უკრაინელი პოლიტიკოსია.
,,მე ვიყავი უკრაინაში, მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინული პარტიის ლიდერი, მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი. ვხვდები, რომ ჩემი თავიდან მოშორება გინდათ საქართველოთი, მაგრამ მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, მე მყავს ასი ათასობით აქტივისტი უკრაინაში, რომელ საქართველოზე მელაპარაკებით? მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარ, დაიმახსოვრეთ ეს!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.