ლაჩარივით მოიქცა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე მოკლე ვადაში გააკეთებდა ამას - სააკაშვილი პოროშენკოზე

10:54 08-02-2017
131

ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანება ყალბ დოკუმენტს დააფუძნა და დაარღვია კანონი.

ამის შესახებ პოროშენკომ "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციას განუცხადა.

"თუ პრეზიდენტის ოფისი ასე ღიად აყალბებს დოკუმენტებს, ეს შემაშფოთებელი ზარია. გარდა ამისა, აქ მორალური მხარეც არის. ის ლაჩარივით მოიქცა. თუ მოქალაქეობის ჩამორთმევა უნდოდა მაშინ უნდა გაეკეთებინა როცა ქვეყანაში ვიყავი", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

კითხვაზე, უკავშირებს თუ არა მისი მოქალაქეობის ჩამორთმევას, პოროშენკოს თბილისში ვიზიტს,  სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მოქალაქეობა საფრთხეში დიდი ხანია დგას. 

"არა. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. ჩემი მოქალაქეობა საფრთხის ქვეშ უკვე დიდი ხანია დგას. მე ამას შევეჩვიე. უბრალოდ, ვერ ვიფიქრებდი, რომ ასე დაუნდობლად და თბილისიდან დაბრუნებიდან ასე მოკლე ვადაში გააკეთებდა ამას", - აცხადებს სააკაშვილი. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე