ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკაში ლეგალური, სამუშაო ვიზა აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ვიზას ვადა მომდევნო წლის განმავლობაში გასდის.
"ვაშინგტონში რომ ვმუშაობდი დიდი ხნის წინ მაშინ ავიღე", - განაცხადა სააკაშვილმა.
კითხვაზე, აქვს თუ არა მწვანე ბარათი, სააკაშვილი აცხადებს, რომ არა.
'არა. შემეძლო მისი აღება, შემომთავაზეს, მაგრამ მე არ მინდოდა. ასვე მაქვს ტურისტული ვიზაც. ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა", - განაცხადა სააკაშვილმა.