ავტობიოგრაფია ასწლიანი დაძველებით - მარკ ტვენის ანდერძ­ი

11:48 08-02-2017
238

სექტემბერში ლოს-ანჯელესში, კა­ლიფორნიის უნივერსიტეტის წარმომ­ადგენელმა, მარკ ტვენის გარდაცვა­ლების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ნოემ­ბერში მწერლის ხელნაწერების პირვ­ელი ტომი გამოვიდოდა, ხოლო მომდ­ევნო თვეებში მეორე და მესამე.

ეს ხელნაწერები მარკ ტვენის ანდერძ­ის თანახმად, მისი გარდაცვალებიდან ასი წლის შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო. ასეც მოხდა. ხელნაწერი 5 000 ფურცელს შეიცავს და პირველი ტომი საკმაოდ სქელი გამოდის. ჯერ კიდევ გაყიდვაში გამოუსვლ­ელი წიგნი ძალიან პოპულარული გახდა და გამომცემლობამ იმდენი შეკვეთა მიიღო, რომ თავდაპირველი 50 000 ტირაჟი - 75 000 ათას­ამდე გაზარდა.

ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი მა­რკ ტვენი, პირველ რიგში ცნობილია „ტომ სო­იერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლით“. მსოფლიოში ამაზე უფრო პოპულარული და კითხვადი წიგნი არ არსებობს.

რაში დასჭირდა მწერალს ასეთი ანდერძ­ის დატოვება იმ ხელნაწერზე, რომელსაც იგი თითქმის მთელი ცხოვრება წერდა და დაუმ­თავრებელი დარჩა, უცნობია. პირველი, 760 ფურცლიანი ტომი, მოგონებების, კომენტარ­ების, გაზეთიდან ამონაჭრების და დღიურე­ბიდან ამონარიდებისგან შედგება. მწერალმა სპეციალურად სთხოვა გამომცემელს, რომ არ დაებეჭდათ წიგნი მისი სიკვდილიდან 100 წლ­ის გასვლამდე. მარკ ტვენი 1910 წელს გარდ­აიცვალა.

ექსპერტების აზრი ასწლიანი პაუზის შესახებ იყოფა. ზოგი ფიქრობს, რომ მარკ ტვენი შიშობდა არ შეებღალა თავისი რეპუ­ტაცია წიგნში გამოთქმული არაორდინარული აზრებით და არც თუ ისე სახარბიელო გამონა­თქვამებით, თავისი თანამედროვეების შესახებ. აგრეთვე, სატირიკოსი არაერთხელ აყენებდა ეჭვის ქვეშ ღმერთის არსებობას და აკრიტიკე­ბდა აფრიკაში მიმავალ მისიონერებს. ის დიდი მოწინააღმდეგე იყო იმპერიალიზმისა და რუ­ზველტის პოლიტიკასაც აკრიტიკებდა. არსებობს მეორე მოსაზრება. თავის მე­მუარებში, როგორც ყოველთვის, მარკ ტვენი ბოლომდე გულწრფელია, რის გამოც არ სუ­რდა წყენა მიეყენებინა თავისი ნათესავებისა და ახლობლებისთვის. სწორედ ამისთვის აი­რჩია ასეთი დიდი პაუზა.

არის კიდევ საკმაოდ ცინიკური მოსაზრ­ება. ეშმაკი მწერალი ფიქრობდა, რომ ასეთი პაუზა მისი ნაწარმოებისადმი ინტერესს გა­აღვივებდა, რაშიც შეიძლება ითქვას, რომ არც ჩემცდარა. ექსპერტებს ძალიან აინტერესებთ რა დაწერა მწერალმა თავის მდივანზე, იზაბელ ვან კლეეკ ლიონზე, რომელთანაც ცოლის გარდაცვალების შემდეგ რომანი ჰქონდა. თუმცა მალევე დასცილდა და როგორც ამ­ბობენ, საკმაოდ ცუდად მოიხსენიებდა მას, რაც ფრიად გასაკვირი იყო, ისეთი ტაქტიკ­ური, გალანტური და თავშეკავებული მწერ­ლისგან, როგორიც მარკ ტვენი იყო.

მიმომხილველები იმედს გამოთქვამენ, რომ ხელნაწერებში აუცილებლად იქნება მოთხრობილი სკანდალური ისტორიები მწ­ერლის ცხოვრებიდან. მარკ ტვენის სახელობის ფონდმა თანხმო­ბა მისცა წიგნის გამოშვებას და ვინაიდან მწ­ერალს პირდაპირი მემკვიდრეები არ დარჩ­ენია, შემოსული თანხა მისი სახელობის მუ­ზეუმებსა და ბიბლიოთეკებს მოხმარდება.

 წყარო; გაზეთი "პრაიმტაიმი" N44(86)-ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე