თენგიზ ფხალაძე: სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა

13:19 08-02-2017
79

"სპეციალური წარმომადგენელი, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. ამერიკის ადმინისტრაცია, როდესაც მათ რაღაც საკითხი აქვთ განსაკუთრებულად აინტერესებთ ნიშნავს თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელს. მაგალითისათვის, არის ისეთი თემები როგორიცაა თუნდაც ბირთვული იარაღის არგავრცელება, თუნდაც უკრაინის საკითხი, რომელზედაც დაინიშნა სულ ახლახანს სპეციალური წარმომადგენელი, თუ გავიხსენებთ საქართველოს რეალობას, როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები გეოპოლიტიკურ პროექტებზე- ბაქო- თბილისი -ჯეიჰანი, ბაქო- თბილისი - ერზრუმი, მაშინ არსებობდა კლინტონის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კასპიის ზღვის საკითხებში, რომელიც ეხმარებოდა საქართველოს ეს პროექტები განხორციელებულიყო", - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივა არ არის სიახლე, ეს აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ძალიან კარგად იციან დიპლომატებმა, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებმა და ეს არის ის, რაც ეხმარება სახელმწიფოს დასახული მიზნების მიღწევაში.

თენგიზ ფხალაძის განმარტებით, პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მაიკ პენსთან შეხვედრისას გუშინ შერეულ საავიაციო ბაზაზე წამოაყენა, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს არც ელჩს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არც რომელიმე დღეს მოქმედ დიპლომატს. საუბარია იმ დამატებით მექანიზმის შექმნაზე, რომელიც მათ გაუადვილებს მუშაობას.