,,რასაკვირველია პუტინის ჩასვლა 8 აგვისტოს აფხაზეთში - დემარშია", - ასე ეხმაურება ,,ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი 8 აგვისტოს პუტინის აფხაზეთში ვიზიტს.
გია ვოლსკის თქმით, განცხადებები, რომ თუ პენსი საქართველოში არ ჩამოვიდოდა, პუტინი აფხაზეთში არ ჩავიდოდა ,,პრივიტივიზმია" და ზატულინს ქართული პოლიტიკური სპექტრი შეცდომაში შეჰყავს.
,,შეიძლება განვიცილოთ, როგორც საპასუხო ნაბიჯი მაიკ პენსის ჩამოსვლისა და საერთოდ იმ გლობალური პოლიტიკისა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. საქართველო სერიოზული სეგმენტია იმ დაპირისპირებისა, რომელიც მსოფლიო რეგიონული მასშტაბით მიმდინარეობს. მეორე საკითხია ის, რომ რუსეთს გააჩნია სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, ეს არის შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი, სამხრეთ ოსეთიდან ენერგორესურსების გადაზიდვის კონტროლი, ჩრდ. კავკასიის ზურგის კონტროლი და ა.შ. არანაირი აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ ინტერესი მას არ გააჩნია. ლაპარაკი, რომ პენსი საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო ის აფხაზეთში არ ჩავიდოდა, არის პრიმიტივიზმი და საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლობა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.