პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი და ამ ვიზიტის თარიღად 8 აგვისტოს მოაზრება, რომელიც არის რუსული ოკუპაციას 9 წლისთავი, შემთხვევითი არ გახლავთ - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ეა არის დადასტურება იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას.
''ეს არის განგრძობადი ოკუპაციის ნაწილი და მორიგი მცდელობა იმისა, რომ უფრო გაამყაროს ექსკლუზიური კონტროლი, რომელიც დაამყარა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ეს არ არის პირველი ვიზიტი'', - განაცხადა მინისტრმა. ის ფიქრობს, რომ სამწუხაროდ ეს ვიზიტი არის გზავნილი რუსეთის მხრიდან, რომ ის აგრძელებს ოკუპაციას. ქართული მხარე კი არ აპირებს შეეგუოს ამას.
'' ჩვენ გუშინ და გუშინ წინ ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი და მისი გაჟღერებული მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერისა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად გავაგრძელოთ მშვიდობიანი ბრძოლა კონფლიქტის დარეგულირებისთვის'', - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის 8 აგვისტოს დაანონსებული ვიზიტის შესახებ ინფორმაციას РБК ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათ ამის შესახებ რუსეთისა და აფხაზეთის მხარეების წარმომადგენლებმა აცნობეს. ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.