რუსებს აქვთ ამერიკის კომპლექსი, როდესაც ამერიკა რამეს აკეთებს, მათ უნდა უპასუხონ რაღაცით - ასე ახსნა რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში დაგეგმილი ვიზიტი ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ. ის პუტინის ამ გეგმას მაინცდამაინც საქართველოში ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტს არ უკავშირებს.
''მათ ამერიკის კომპლექსი აქვთ.ამერიკა თუ რამეს აკეთებს, თუნდაც ცუდს, მათაც აუცილებლად ცუდი უნდა გააკეთონ'', განაცხადა შარაშენიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის 8 აგვისტოს დაანონსებული ვიზიტის შესახებ ინფორმაციას РБК ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათ ამის შესახებ რუსეთისა და აფხაზეთის მხარეების წარმომადგენლებმა აცნობეს. ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.