აშშ საქართველოს და მის დღევანდელ ხელისუფლებას სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს -ექსპერტი

16:53 08-02-2017
570

ექსპერტ ვატო შაქარიშვილის განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი გამორჩეული იყო, რადგან ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტრიბუნიდან მრავალი, მკაფიო გზავნილი ისმოდა, რომელიც თეთრი სახლის ადმინისტრაციის და აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას გამოხატავდა.

როგორც ექსპერტმა "პრაიმტაიმს განუცხადა, ეს განცხადებები იმას ნიშნავს, რომ ამერიკა აღიარებს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, აღიარებს ქვეყნის წარმატებას, რომელსაც გასული 5 წლის განმავლობაში მიაღწია.

"ნიშანდობლივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე, პენსმა ბოლო ხუთი წელი გამოარჩია, წინსწვლის და წარმატების წლები, როგორც შიდადემოკრატიულ პროცესებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მე პირადად და ზოგადად, საზოგადოებას ძნელად თუ გაახსენდება დამოუკიდებლობის პერიოდში ასეთი მაღალი რანგის, საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურის ვიზიტი, რომელიც დატვირთული იყო ამდენი ძალიან მკაფიო და შედეგისმომტანი მესიჯებით. სულ ახლახანს მოვიდა ამერიკის სათავეში აღნიშნული ადმინისტრაცია, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი იყო აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც მოხვდა საქართველო და ძალიან მნიშვნელოვანდ წარმოჩინდა.

შეგვიძლია რამდენიმე, ძალიან კონკრეტული მესიჯი ჩამოვთვალოთ: ერთი, როდესაც გასული 5 წელი ძალიან დადებითად შეაფასა; მეორე, როდესაც მხარდაჭერა აღვითქვა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე და ჩვენს მიერ გასული 5 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები წინსვლად და დაახლოებად შეაფასა ევროატლანტიკურ სივრცეებთან და მესამე, ხაზგასმა იმისა, რომ კვირიკაშვილის მეთაურობით, ის ნდობას უცხადებს დღევანდელ ხელისუფლებას და მზაობას აცხადებს თეთრი სახლის ადმინისტრაციის სახელით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა შაქარიშვილმა.

მისი თქმით, პენსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მისი მთავრობის როლზე ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში.  

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე