მაიკ პენსიმ ხელისუფლების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დააფიქსირა - ვიქტორ დოლიძე

17:07 08-02-2017
95

აღინიშნა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ, რეფორმების კუთხით იქნება ეს, თუ სტრატეგიული მოთმინების კუთხით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია - ასე ეხმაურება ამერიკის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

მინისტრმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, რომ ეს შეფასებები ხელისუფლებას უფრო მეტად უქმნის მოტივაციას, რომ მომავალში გააძლიეროს და გააგრძელოს ამ რეფორმების კეთება.

"ბოლო წლების განმავლობაში სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩო განვითარდა და არის შედეგზე ორიენტირებული, უფრო კონკრეტული. მარტო შეშფოთებები და აღშფოთებები არ ფიქსირდება. მაგალითად ავიღოთ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არ აღიარებასთან დაკავშირებით. ახალი დოკუმენტი, რომელიც მომზადდა სენატში და გადაგზავნილია პრეზიდენტთან ხელმოსაწერად. ეს ძალიან ქმედითი ხელშესახები და კონკრეტული დახმარებაა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს სწორი გზა, რომელიც არჩეული გვაქვს და გავაგრძელოთ ეკონომიკური თანამშროლობა საინვესტიციო გარემოში, რათა მეტი დასაქმების ადგილი და კეთილდღეობის ნიშნები შევუქმნათ ჩვენს თანამოქალაქეებს", - აღნიშნა მინისტრმა.

ავტორი: