პუტინი იქ ჩადის როგორც ოკუპანტი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ იქ მცხოვრები აფხაზებისთვის - ირაკლი სესიაშვილი

18:16 08-02-2017
97

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს პარტნიორები გახდებიან ოკუპაციის წინააღმდეგ.

სესიაშვილს ამის განცდას უჩენს ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი ოკუპანტად აღიქმება არა მხოლოდ ოფიციალური თბილისისთვის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც.

მისი აზრით, სწორედ ამ სტატუსით ჩადის პუტინი 8 აგვისტოს აფხაზეთში.

"რუსეთი აღარ მალავს რომ არის ოკუპანტი. აქამდე ჰქონდათ იმის ამბიციები, რომ როგორღაც სხვანაირად შეეფუთათ მათ მიერ განხორციელებული ოკუპაცია. აფხაზეთშიც და ცხინვალშიც ყველაფრის მონოპოლიზაცია მოახდინა რუსეთმა, დაწყებული უსაფრთხოებით, უშიშროებით სტრატეგიული კომუნიკაციები, ენერგო რესურსები, ყველაფერი რუსეთმა მიითვისა და დღეს ოკუპანტია რუსეთი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალში. შეიძლება, რომ გავავლოთ პარალელი და ვიფიქროთ, რომ რუსეთის ეს ქმედება იყოს კონტრ ზომა საქართველოს მკაფიო და მჭიდრო თანამშრომლობისა აშშ-თან, მაგრამ რეალურად პუტინი იქ ჩადის როგორც ოკუპანტი არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ იქ მცხოვრები აფხაზებისთვის. ეს არის სწორედ განსხვავება და ამიტომ მე მიჩნდება გაჩნდა, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პარტნიორები გავხდებით ოკუპაციის წინააღმდეგ",- განაცხადა სესიაშვილმა.

ავტორი: