საოკუპაციო ხაზთან ორი მწყემსი დააკავეს

18:20 08-02-2017
104

სოფელ ფლავისმანის განაპირას, აღნიშნული სოფლის ორი მცხოვრები, გივი ეცადაშვილი და გივი მამისბედაშვილი სოფლის პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მამაკაცი დააკავეს. 

ინფორმაციას Tv Dia ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მამისბედაშვილს და ეცადაშვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. 
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორშია მოთავსებული.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე