რამაზ საყვარელიძე: მკაფიო მხარდაჭერა გაკეთდა "ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ

18:33 08-02-2017
177

ბოლო 5 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ტემპით მოხდა ნაბიჯების გადადგმა ევროპისკენ და ამერიკისკენ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ "პრაიმტაიმთან" აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მკაფიო მხარდაჭერა გაკეთდა "ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ. 

„მკაფიო მხარდაჭერა გაკეთდა მთლიანი ამ 5 წელზე და მათ შორის „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ. ძალიან მაღალი შეფასება გაკეთდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ პეიროდში დემოკრატიული სტანდარტების დაცვაზე მაღალ შეფასებებს აკეთებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, სიტყვის თავისუფლებიდან პატიმართა მდგომარეობით დამთავრებული. ეს იდება ამერიკელების მაგიდაზე. აპ პერიოდში მოხდა უპრეცენდენტო ტემპით ნაბიჯების გადადგმა დასავლეთისკენ, ევროპისკენ და ამერიკისკენ. შიდა და გარე პროცესი, როგორც ჩანს მაღალი შეფასების საფუძველი გახდა" - განაცხადა საყვარელიძემ.