საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოქალაქეობის საკითხზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე მომართვის თემაზე მას შემდეგ გასცემს პასუხს, რაც თავად სააკაშვილი მიმართავს მას.
„ალბათ, იმიტომ, რომ 10 წლის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა დაპირისპირებული ვყოფილიყავი პრეზიდენტ სააკაშვილთან. მერე ყველა, ვისაც 10 წლის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, სააკაშვილის კრიტიკითაა დაკავებული. მე არ ვაკრიტიკებ სააკაშვილს, არ ვარ შესული მასთან პოლემიკაში, რადგან მიმაჩნია, რომ ქვეყანამ მომავლით უნდა იცხოვროს. იყო ერთი გამონაკლისი, როდესაც სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის სასარგებლოდ საქართველოს მოქალაქეობა დათმო და ეს არ მომეწონა. მაშინვე ნათლად ვთქვი, რომ პრეზიდენტი, რომელიც 2-ჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, იმდენად პატივს უნდა სცემდეს თავისი ქვეყნის მოქალაქეობას, რომ არ დათმოს. რას გადაწყვეტს სააკაშვილი ამასთან მიმართებაში და, შესაბამისად, მერე როგორ იქნება ჩემი პასუხი, ამას იქიდან გამომდინარე ნახავთ, რას გადაწყვეტს პრეზიდენტი სააკაშვილი, მიმართავს თუ არა ქვეყანას თხოვნით მოქალაქეობის თაობაზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.