,,ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ რუსეთთან ჩვენი კონფლიქტი პოლიტიკურად დავარეგულიროთ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვლადიმირ პუტინის აფხაზეტში ვიზიტს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ხელისუფლების მთავარი მიზანია, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მდგომი მოსახლეობის შეგირება და ქვეყნის გაერთიანება.
,,მინდა აღვნიშნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. ეს განცხადება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმეც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ რუსეთთან ჩვენი კონფლიქტი პოლიტიკურად დავარეგულიროთ და რა თქმა უნდა, ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატების განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს და მე პირადად ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.