საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტს და ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სამი მთავარი პრიორიტეტი მაიკ პენსიმ პოზიტიურად შეაფასა.
,,კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს, ვიცე პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებას და კიდევ ერთხელ მინდა მთელი ქვეყნის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ ვიცე პრეზიდენტს და ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ჩვენს მიერ გამოცხადებული მთავარი პრიორიტეტი: ეს არის უსაფრთხოება და სტაბილურობა, ეს გახლავთ დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა და ეს არის ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა არის ასე პოზიტიურად შეფასებული და ეს პირველ რიგში, არის კიდევ უფრო მეთქი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კიდევ უფრო განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები, რათა მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.