კვირიკაშვილი პენსის ვიზიტზე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერა დიდი პასუხისმგებლობაა

11:14 08-03-2017
98

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და  ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც აშშ-ს მსგვასი სტრატეგიული პარტნიორის ყოლა ქვეყანას აკისრებს. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელიც მაიკ პენსმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გამოუცხადა. 

,,ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ის რაც ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა იმისთვის, რომ მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და  მშვიდობიანად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. 

 

 

 

ავტორი: სალომე ჩადუნელი