,,ჩვენ უნდა გავაძლიერო ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ანაკლიის განვითარების კონსურციუმს შორის გაფორმდა.
,,ბატონმა ვიცე პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესოა საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს მოხდა ხელმოწერა SSA Marine-სა და ანაკლიის განვითარების კონსოციუმს შორის, რის მიხედვითაც ეს კომპანია შემოდის საქართველოში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონნ მაიკ პენსს და აშშ-ს ადმინისტარციაა ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.