ზაზა შათირიშვილი: პუტინმა სადაც არ უნდა იაროს ჩვენ არ გვაინტერესებს

11:37 08-03-2017
92

პუტუნმა სადაც არ უნდა იაროს, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს - ამის შესახებ ექსპერტმა და ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა "პრაიმტაიმთან" 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რისთვის ვიბრძვით, რაც წინა ხელისუფლებამ არ იცოდა. 

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისთვის ვიბრძვით, წინა ხელისუფლებამ არ იცოდა რისთვის იბრძოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ღირებულებები. ჩვენ ვიბრძვით დიდი ქრისტიანული ერთიანობისათვის, ტრადიციებისათვის და დიდი ქრისტიანული ქვეყანა, ამერიკა არის ჩვენს მხარეზე. ამ თვალსაზრისით პუტინმა სადაც არ უნდა იაროს, ეს ჩვენ არ გვაინტერესებს."- განაცხადა შათირიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის 8 აგვისტოს დაანონსებული ვიზიტის შესახებ ინფორმაციას РБК ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათ ამის შესახებ რუსეთისა და აფხაზეთის მხარეების წარმომადგენლებმა აცნობეს. ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.