გარდაიცვალა, მსახიობების ოთარ კობერიძის და ლია ელიავას ქალიშვილი, ნანა კობერიძე.
ლია ელიავას და ოთარ კობერიძის ქალიშვილი ნანა კობერიძე, პროფესიით მხატვარი იყო. მას ჰყავს ქალიშვილი, ანკა მანჯგალაძე, რომელიც არიქტექტორია,
ნანა კობერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“მშვიდობით უმაგრესო ნანა …. ულამაზესი შვილი ულამაზესი მშობლების ლია ელიავასი და ოთარ კობერიძის…
ნანკა დაუჯერებელია შენი წასვლა…”- წერს ია ფარულავა და აღნიშნავს, რომ ნანა კობერიძე სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა.
ნანა კობერიძე, ლია ელიავას შესახებ:
"მე მქონდა მუდმივი აღფრთოვანება. ყოველთვის იყო ძალიან ლამაზი, ყოველთვის იყო ფორმაში... იცით, რას ვერ ვიტანდი? რომ მათვალიერებდნენ, მაკვირდებოდნენ და რომ მეკითხებოდნენ, `დედას ჰგავხარ თუ მამას?..~ მით უმეტეს რაღაც პერიოდი, ლიას კი არა, საერთოდ არაფერს არ ვგავდი,
მძიმე გარდატეხის პერიოდი მქონდა. არ მომწონდა ჩემი თავი საშინლად. არადა, მართლა მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ლია იყო... მაგრამ დედა ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. მიადვილებდა ყველაფერს. არ მჭირდებოდა თქმა, როდის ვიყავი შეყვარებული.ყოველთვის ყველაფერს მატყობდა, მაგრამ ძალიან კორექტული ადამიანი იყო და არ ერეოდა უხეშად ჩემს ცხოვრებაში.
სანამ გავთხოვდებოდი, რამდენიმე წელი ვხვდებოდი ჩემს მეუღლეს. ლია წინააღმდეგი იყო ამ ურთიერთიობის, იმიტომ, რომ მიტოს ჰყავდა ოჯახი, შვილი. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, დედა მაინც ინარჩუნებდა საოცარ კორექტულობას. არაჩვეულებრივი, ძალიან მასშტაბური ადამიანი იყო. სახლში იყო ძალიან ემოციური ადამიანი, ექსცენტრიული, ესეც მომწონდა და ესეც უხდებოდა, არ იყო მონოტონური, სულ `ექშენ~ ჰქონდა გაუთავებელი. საინტერესო ადამინი იყო ძალიან...
მე ვარ ამაყი, რომ ვარ ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილი, თავისი ქვეყნის საოცარი პატრიოტების"...~ამბობს ნანა კობერიძე, რეზო შატაკიშვილთან ინტერვიუში..