უკრაინის ხელისუფლებამ აშშ და სხვა ქვეყნებიც გააფრთხილა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის ყველა პასპორტი ანულირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ Комсомольская правда в Украине ავრცელებს.
„უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით თვალთმაქცური კომბინაცია გაითამაშა. მას შემდეგ რაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, ამის თაობაზე სასწრაფოდ აცნობეს აშშ-სა და სხვა ქვეყნების ხელისუფლებას. სააკაშვილს ახლა არ შეუძლია ფიზიკურად დატოვოს აშშ, მას არც უკრაინასა და არც სხვა ქვეყანაში შეუძლია შევიდეს. სააკაშვილი იზოლაციაშია“, - წერს გამოცემა.
შეგახნსებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ განკარგულება 26 ივლისს გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.