,,საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და მიდგომა თუ რა პოლიტიკა უნდა იყოს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით", - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ტრამპის სანქციებს, რომელიც მან რუსეთს დაუწესა.
კითხვაზე, უნდა გაამკაცროს თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ პოლიტიკა, მაშინ როდესაც საერთაშორისო პარტნიორები საკმაოდ მკაცრები არიან, მიხეილ ჯანელიძე პასუხობს, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორების პოლიტიკას.
,,საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და მიდგომა თუ რა პოლიტიკა უნდა იყოს რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით. ეს პოლიტიკა, ხედვა და ნაბიჯები არის სრულ შესაბამისობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სწორედ ამიტომ იმის გამო, რო ჩვენ ვართ სრულ შესაბამისობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვიპოვეთ ის ნდობა, რამაც უზრუნველყო ასეთი მაღალი დონის პირის ვიზიტი საქართველოში და ასეთი მაღალი დონის მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.