პრინცი ფილიპი. დედოფალ ელიზაბეტ II-ის ქმარი, 96 წლის ასკში პენსიაზე გავიდა

14:43 08-03-2017
286

გუშინ, ედინბურგის პრინცის ფილიპის, ბრიტანეთის შეიარარებული ძალების, საზღვაო ქვეით ბატალიონთან, ბოლო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო სააგენტოს BBC - ის ცნობით, 96 წლის ედინბურგის ჰერცოგი, ოფიციალურ მიღებაზე, უკანასკნელად წარსდგა, როგორც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელი.  

მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე, ელიზაბეტII ტახტიზე ავიდა, ფილიპი, 65 წლის განმავლობაში, დედოფალთან ერთად,  ყველა ოფიციალურ ვიზიტზე იღებდა მონაწილეობას.  

ამას ემატება ის მაღალი დონის მიღებები, რომლებშიც ფილიპე მეუღლის გარეშე მონაწილეობდა. გამოცემის ცნობით, მას ჯამში 22 218 ასეთი შეხვედრა აქვს გამართული, 5 496 სიტყვა აქვს წარმოთქმული და 785 ორგანიზაციის ხელმძღვანელი და კურატორია. მიღებული აქვს 4 მილიონი, "ედინბურგის ჰერცოგის სახელობითი" ჯილდო. 

ფილიპის პირველი ოფიციალური მიღება, დედოფალთან ერთად, 1948 წელს, ალბერტ-ჰოლში, კრივის ჩემპიონატზე შედგა. 

2 აგვისტოს, კი ბუკინგემის სასახლეში, ოფიციალური გაცილება მოუწყვეს. წვეულებაზე აღნიშნეს, რომ ფილიპი "პენსიაზე გადის" და ამიტომ, ის ვეღარ შეძლებს, ოფიციალურ ცერემონიების დაგეგმვას. სამაგიეროდ, დედოფალთან ერთად მიიღებს მონაწილეობა ისეთ ვიზიტებზე, რომლის სურვილიც ექნება.  

შეგახსენებთ, რომ პრინცი ფილიპი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ II, 70 წელია, დაქორწინებულები არიან.

ავტორი: რუსა ღვანიძე