აშშ-ს სანქციები პირდაპირ გულისხმობს “სავაჭრო ომის“ დაწყებას - მედვედევი

15:40 08-03-2017
150

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ახალი სანქციები რუსეთის წინააღდეგ “სრულმაშტაბიანი სავაჭრო ომის“ დაწყებას  ნიშნავს.

მისივე თქმით, თავისი ხელმოწერით, დონალდ ტრამპმა აჩვენა საკუთარი უძლურობა, მან დამამცირებლად გადასცა უფლებამოსილება კონგრესს.

„ახალი სანქციები მიმათრულია იმისკენ, რომ დასაჯოს რუსეთი  2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. ასევე იმ საქმიანობის გამოც, რომელსაც ის უკრაინაში ანხორციელებს.

დოკუმენტს, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა,  ტრამპმავე უწოდა  „სიღრმისეული შეცდომა“.

კანონი ზღუდავს ამერიკულ კომპანიებს  დიდი ოდენობით ინვესტირებას რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში.

აშშ-ს ასევე ძალაში შეყავს სანქციები ირანის და ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

ირანმა განაცხადა, რომ ახალმა სანქციებმა  დაარღვია  ბირთვული  შეთანხმების გარიგება და მზად არის მას "შესაბამისი და პროპორციული" ქმედებებით უპასუხოს“,- წერს ნახევრად არაოფიციალური საინფორმაციო სააგენტო  ISNA.

დიმიტრი მედვედევმა ოთხშაბათს თავის სოციალურ ვებ-გვერზე დაწერა, რომ ამ ახალი სანქციებით “იმედი არ დარჩა ურთიერთობების  გაუმჯობესების“ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ კონგრესის ახალი ნაბიჯები შესაძლოა უკვე თავად ტრამპის პრეზიდენტობის წინააღმდეგ იყოს მიმართული. მედვედევმა დონალდ ტრამპს სისტემის გარეთ მყოფი მოთამაშე უწოდა.

მოსკოვმა, რომელმაც უარყო ჩარევა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, უკვე უპასუხა  ახალ სანქციებს, როდესაც მოუწოდა ამერიკის საელჩოს რუსეთში შეემცირებინა აშშ-ს დიპლომატიური კორპუსი  755 ადამიანით. ასევე აუკრძალა სარგებლობა აგარაკებით მოსკოვის შემოგარენში.

პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ უარყო ის ბრალდებები, რომელიც უკავშირდებოდა მის პარტნიორობას რუსეთთან და მან დაადანაშაულა კონგრესი, რომელმაც მისივე თქმით, ახალი საქნციების მიღებით გადააჭარბა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.

„როგორც პრეზიდენტი მე შემიძლია ვაწარმოო უკეთესი მოლაპარაკებები,ვიდრე კონგრესმა“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრაპის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც არის მიმართული რუსეთის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო რომელსაც ანხორცილებეს კონგრესი და რამოდენიმე სპეციალური გამომძიებლები.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, მაგრამ როგორც მედიაში წერენ, ის აშკარად უკმაყოფილო იყო.

რესპუბლიკელმა ლინდსი გრეამ შეაქო კანონპროექტი მისი მიღების შემდეგ, რაც მიუთითებს რომ ბატონი ტრამპს მანევრი შეზღუდული იყო, რადგან საპრეზიდენტო ვეტოს დასაძლევად საკმარისი ხმები იყო.

"პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა ის, რასაც ამერიკაში არავის შეუძლია. მან გააერთიანა კონგრესი" - განუცხადა CNN- ს სენატორმა სამხრეთ კაროლინაში.

რუსეთის პარლამენტის მაღალი რანგის დეპუტატმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა,რომ  ტრაპი „კაპიტიზირებულია“ რადგან კონგრეს არ აღუდგა.