უკვე სახეზეა, რომ გარკვეული პოლიტიკური ნოკდაუმის რეჟიმში გადავიდა რუსეთის პრეზიდენტი - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ტრამპის სანქციებს, რომელიც მან რუსეთს დაუწესა. როგორც ციკარიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, სანქციებს რუსეთის ხელისუფლების სივრცეში მწვავე რეაგირება მოჰყვება.
"არ მგონია განსხვავებული ხედვა ჰქონდეს ვინმეს ბატონი პენსის ფრაზეოლოგიის გაგებისას. ვიცე-პრეზიდენტის ფრაზები უკვე ხელმოწერილია პრეზიდენტის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში. გარდა ხელმოწერისა, სიტყვიერადაც ძალიან ხშირად იმეორებს ერთი და იგივეს, რაც რასაკვირველია შეიძლება ატკბობდეს ჩვენს სმენას, მაგრამ უფრო მწვავე რეაგირება იქნება რუსეთის ხელისუფლების სივრცეში. უკვე სახეზეა, რომ გარკვეული პოლიტიკური ნოკდაუნის რეჟიმში გადავიდა რუსეთის პრეზიდენტი. რასაკვირველია, შედეგი არ იქნება მყისიერი. რამდენიმე საკითხი უნდა იქნეს გადაჭრილი რუსეთის ჩართულობის გარეშე", - განაცხადა ცისკარიშვილმა