გია ჯაფარიძე: ასეთი ტიპის სანქციები "ცივი ომის" შემდეგ არ მახსენდება

16:07 08-03-2017
246

დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯაფარიძე თქმით, რუსეთის მიმართ სანქციები სხვადასხვა დროსაც დაწესებულა, თუმცა ასეთი ტიპის სანქციები "ცივი ომის" შემდეგ არ ახსენდება. ამის შესახებ გია ჯაფარიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა.  როგორც ჯაფარიძე ამბობს, ეს არის ძალიან მკაცრი სანქციებია, რომლებიც განსაკუთრებით რუსეთის პოლიტიკურ ესტაბლიშმეტს დაარტყამს და რუსეთს დაასუსტებს. 


"ძალისმიერი კონფლიქტის მყისიერ ალბათობას ვერ ვხედავ, მაგრამ ზოგადად რუსეთის მხრიდან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვაქვს მუდმივი განგრძობითი აგრესია. მთელი 25 წლიანი პერიოდი, დაწყებული პირველი კონფლიქტიდან და 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით, არის ერთი ომის სხვადასხვა ნაწილი. მყისიერ საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა რუსეთი მუდმივი საფრთხეა ჩვენთვის, ეგზისტენციალური საფრთხეა. რუსეთს არ სურს სამხრეთ კავკასიაში თავისუფალი საქართველოს არსებობა. რუსეთის მიმართ სანქციები სხვადასხვა დროსაც დაწესებულა, თუმცა ასეთი ტიპის სანქციები "ცივი ომის" შემდეგ არ მახსენდება. ეს ძალიან მკაცრი სანქციებია და დაარტყამს განსაკუთრებით, რუსეთის პოლიტიკურ ესტაბლიშმენტს, პუტინის გარშემო არსებულ ბიზნესს თუ პოლიტიკურ წრეებს. სანქციები დაასუსტებს რუსეთს და დასუსტებული რუსეთი ბუნებრივია, იძულებული გახდება მეტ დათმობებზე. მათ შორის, წავიდეს მეტ დათმობებზე საქართველოსთან მიმართებაში" - განაცხადა ჯაფარიძემ.