"გაზპრომმა" თავი უნდა შეიკავოს მდიდარი საცხოვრებელი ობიექტების შენებისგან რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებზე. ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
შორეული აღმოსავლეთის ოკრუგის ინვესტიციური პროექტების კრებაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კომპანიის წარმომადგენლების ოჯახებისთვის, უნდა გაშენდეს კომფორტული საცხოვრებელი სახლები.
"მაგრამ თუ ეს "გაზპრომია", აქ სასახლეები არ იგულისხმება: ყველაფერი კომფორტულად, თანამედროვედ უნდა მოაწყოთ, მაგრამ გადაჭარბებების გარეშე", - განაცხადა პუტინმა.