"Vogue" - ის ახალი რედაქტორი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ოფიციალურად შეუდგა - ახალი სახეები გამომცემლობაში

16:42 08-03-2017
171

საინფორმაციო სააგენტოს BBC-ის ცნობით, ბრიტანული ჟურნალის  "Vogue"-ის ახალი მთავარი რედაქტორი, ედუარდ ენინფული, ოფიციალურად შეუდგა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

ჟურნალ "Vogue"-ის ბრიტანული გამოცემის 100-წლიანი ისტორიის მანძილზე,  მთავარი რედაქტორი, პირველად გახდა მამაკაცი. ის, 45 წლის ედუარდ ენინფულია. 

ედუარდის დანიშვნამდე, პოსტს, ალექსქნდრა შულმანი იკავებდა, რომელმაც განცხადება წასვლის შესახებ, 2017 წლის იანვარში გააკეთა.

ალექსქნდრა ჟურნალს, 25 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა, თითქმის მეოთხედს, ჟურნალის გამოცემის ისტორიაში. შეგახსენებთ, რომ ჟურნალი "Vogue" დიდ ბრიტანეთში პირველად, 1916 წელს გამოცა. 

მსოფლიო მოდის წარმომადგენლები, ინტერესით ელოდებიან, როგორ წარუძღვება თანამდებობას, ჟურნალის ახალი რედაქტორი და რა სიახლეებს შესთავაზებს მკითხველს.

მისი პირველი საქმიანობა ჟურნალში,  "Vogue"-ის ახალი აკაუნტის, მესენჯერის "Snapchat"-ის, გახსნა იყო.

ამის შემდეგ, მან გამომცემლობაში სამუშაოდ, ახალი სახეები მიიწვია, მათ შორის არიან, ცნობილი მოდელები, ნაომი კემპბელი და კეიტ მოსი, რეჟისორი, სტივ მაკკუინი.

შეგახსენებთ, რომ ენინფული, წარმოშობით აფრიკის სახელმწიფო, განადან არის. მან. ბრიტანული "Vogue"-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე, ალექსანდრა შულმანი შეცვალა, რომელიც 25 წელი ხელმძღვანელობდა გამოცემას.  

 2016 წელს კი, ედუარდ ენინფული, ბრიტანული იმპერიის ჯილდოს მფლობელი გახდა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე