ტეხასის შტატის მაცხოვრებელმა, მიშელ და ბარაკ ობამა, ქალიშვილის ქორწილში დაპატიჟა - "მისალოცი ბარათი"

15:36 08-04-2017
2106

წელიწადიც არ გასულა, მას შემდეგ რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, საპრეზიდენტო პოსტი  დონალდ ტრამპს გადააბარა. აშშ-ის საზოგადოების დიდი ნაწილი, დღესაც განიცდიან, ამერიკის 44-ე პრეზიდენტის, გადადგომას.

ტეხასის შტატის, ქალაქ სან-ანტონიოს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, ლიზ უოტლოუმ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას და მის მეუღლეს, მიშელს, საქორწინო მოსაწვევი გაუგზავნა.ამით კიდევ ერთხელ გამოხატა მათ მიმართ პატივისცემა და სიყვარული. ლიზი ობამებს, ქალიშვილის ქორწილში ეპატიჟებოდა. 

რამდენიმე დღეში, უოტლოუმ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისგან მისალოცი ბარათი მიიღო, რომელიც მისმა ქალიშვილმა, ბრუკ ალენმა, "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

გთავაზობთ მისალოცი ბარათის შინაარსს:

"გილოცავთ, იმედი გვაქვს, რომ თქვენი ქორწინება მუდამ დალოცვილი იქნება, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებთ,  ერთმანეთთან კავშირი კი, ყოველ წელს გაძლიერდება. ქორწინება, წყვილის ხანგრძლივი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს და ამ მოგზაურობის დროს, უამრავი სიხარულის  და თავგადასავლების  მომსწრენი გახდებით". - წერს ბარაკ ობამა. წერილს ხელს აწერს აგრეთვე, მისი მეუღლე, მიშელ ობამა.

 მიუხედავად იმის, რომ ობამები, ქორწილის ცერემოას არ დაესწრნენ, პატარძალი, მაინც ძალიან ბედნიერია. 

  წყარო: peopletalk.ru

ავტორი: რუსა ღვანიძე