ბათუმში ხანძრის შედეგად 3 მაღაზია და 2 საცხოვრებელი ფართი დაიწვა

21:10 08-04-2017
203

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ხანძარი იყო ბათუმში, გორგასალის და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე. ცეცხლი ერთსართულიან სახლს გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა სამი მაღაზია და ორი საცხოვრებელი ფართი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა რაც ნივთის დაზიანება - განადგურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.