"სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ "ქართულ ოცნებას"და" ნაციონალურ მოძრაობას" უნდა"

20:55 08-05-2017
242

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებას არ აკეთებს. ის "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ 14 წელი სააკაშვილზე გამუდმებული საუბარი ნორმალური არ არის.

“სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით საუბარი მხოლოდ "ქართულ ოცნებას"და" ნაციონალურ მოძრაობას" უნდა. ხალხს ეს არ აინტერესებს. მანამდე 9 წელი და ახლა კიდევ 5 წელი მალაპარაკებენ სააკაშვილზე. ნორმალურია ეს? სააკაშვილი აკეთებდა ამას - შევარდნაძეზე საუბრობდა გამუდმებით და უშედეგოდ“ - განაცხადა პრეზიდენტმა თეა სიჭინავასთან ინტერვიუში.

საქართველოში მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. პროკურატურამ პოლონურ მხარეს უკვე მიმართა.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე