გიორგი მარგველაშვილი: "ჩვენს ხალხს ვუსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას"

16:17 08-06-2017
95

ჩვენს ხალხს ვუსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდიენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის სამთავრობო აეროპორტში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს  მდინარი ბებიაშვილის სამგლოვია ცერემონიის დასრულების შემდეგ განადაცხადა. 

"სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, ის დაიღუპა საქართველოს ინტერებისთვის ბრძოლაში. მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად ჩვენს ხალხს ვუსამძიმრებ თავისი ვაჟკაცის დაღუპვას" - განაცხადა მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართა.

სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ოჯახი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.