საქართველო არასდროს დაივიწყებს მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი მებრძოლი მდინარი ბეიაშვილი ჩამოასვენეს.
”ძალიან დიდი ტკვილია 26 წლის მდინარი ბებიაშვილის დაკარგვა მთელი საქართველოსთვის. მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ასევე მივუსამძიმრო მთელ ქვეყანას. საქართველო მისი ნათელი მომავლისთვის დაღუპულ გმირებს არასდროს დაივიწყებს”, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახნსებთ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.