საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში არალეგალურად არ დაბრუნდება.
„მე ყოველთვის კომფორტით არ ვმოგზაურობ. თუმცა, საბარგულში მოგზაურობა არ განეკუთვნება ჩემთვის მოგზაურობის სასურველ სახეობას“, - განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის უკრაინის საზღვრის გადაკვეთას ლეგალურად გეგმავს.
„მე ვსწავლობ საკანონმდებლო ბაზას და უკრაინაში მაშინ გავემგზავრები, როდესაც მზად ვიქნები. ხელისუფლება ვერ შეძლებს მილიონობით უკრაინელის აზრის უგულებელყოფას“, - აღნიშნა მან.
ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პოლონეთს დატოვებს, თუმცა არ დაუზუსტებია, სად მიემგზავრება.