ზოოპარკში ხანძარი ლოკალიზებულია (ფოტოები შემთხვევის ადგილიდან)

19:18 08-07-2017
162

თბილისის ზოოპარკში ხანძარია. როგორც "პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების და მართვის სააგენტოში განუცხადეს, სავარაუდოდ ეს იყო მოკლე ჩართვა, ზოოპარკში მომტყდარი ხე დაეცა ილუზიონის ამჟამად უფუნქციო შენობას, რის შედეგადაც 30 კვადრატულ მეტრზე გაჩნდა ხანძარი. 

"ადგილზე სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული, ხანძარი ლოკალიზებულია და სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე აღარ არსებობს", - აცხადებენ სააგენტოში. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე