თერჯოლის მუნიციპალიტეტში მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა, - ინფორმაციას GPB ავრცელებს.
მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილში მყოფი ორი 16 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
28 წლის მძღოლი მრავლობითი მოტეხილობებითა და დაზიანებებით თერჯოლის რაიონულ სააადმყოფოში, დღეს დილით კი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.