რუსთავში, მდინარე მტკვარში 5 აგვისტოს საღამოს საბანაოდ შესული 53 წლის კაცი, რომელიც დინებამ წაიღო, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ცხედარი საძიებო სამუშაოების ჩატარების შედეგად დღეს რუსთავის ტერიტორიაზე იპოვეს.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით მიმდინარეობს.