"ყველას გვახსოვს 129:120-ის თამაში, რომლის შემდეგ ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors -ის თავზე"

23:11 08-07-2017
115

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას მადლობა გადაუხადა იმ სიხარულისთვის, რომელიც ყველას მიანიჭა მაშინ, როდესაც ქართული დროშა Golden State Warriors -ის თავზე აფრიალდა.

"მინდა, ყველას სახელით გადაგიხადო უდიდესი მადლობა ამ ძალიან დიდი სიხარულისთვის, რომელიც შენ ყველას მოგვანიჭე, მინდა, კიდევ უფრო დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დამოკიდებულებისთვის, როდესაც შენს ყველა წარმატებას უძღვნი სამშობლოს, საქართველოს. შენი წარმატება არის უდიდესი შთამაგონებელი ძალა, განსაკუთრებით, ამ ბავშვებისთვის, რომლებიც დარბაზში არიან. რა თქმა უნდა, ამას წინ უძღოდა უდიდესი შრომა, მიზანსწრაფვა და ჩვენს მიერ გატეხილი არაერთი ღამე შენი წარმატების მოლოდინში. ყველას გვახსოვს 129:120-ის თამაში, რომლის შემდეგ ქართული დროშა აფრიალდა Golden State Warriors -ის თავზე. საქართველო ახალი წარმატების მოლოდინშია",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

ავტორი: ლილუ მიროტაძე