საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ საქართველოს კალათბუთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისით როგორც საქართველო, ასევე ამერიკაც ამაყობს.
“მინდა მოგილოცო ჩემპიონო, გილოცავ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს უმშვენიერესი თასი ჩამოიტანეთ. თქვენ ქართველ ხალხს აძლევთ იმედს, რომ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ, და გახდნენ წარმატებულები. მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით”, - განაცხადა იან კელიმ სპორტის სასახლეში გამოსვლის დროს.