ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პოლიტიკა და წითელი ხაზები და ამ მიმართულებით გაგრძელდება საგარეო პოლიტიკა 

10:07 08-08-2017
132

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 8 აგვისტოს ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოს სამხედრო პოლიტიკის მიმართულებით მყარი პრიორიტეტები და წითელი ხაზები აქვს და ამ პოლიტიკას გააგრძელებს.

,,საქართველოს ძალიან მყარი პოლიტიკა აქვს სამხედრო მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პრიორიტეტები და წითელი ხაზები დ სწორედ ამ მიმართულებით გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 აგვისტოს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დილიდან მოდიან ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს მიაგებენ.