დავით ქაცარავა: "ვაჩვენოთ ჩვენ საერთო მტერს რომ ძალა ერთობაშია"

10:24 08-08-2017
235

2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავზე საპროტესტო აქციებია დაგეგმილი ენგურის ხიდზე და სოფელ ყარაფილასთან. აქციის ორგანიზატორების თქმით,  11:00 საათზე იქნებიან ყარფილაში და იქიდან მოეწყობა ცოცხალი ჯაჭვი. სოფელ ყარაფილასთან დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ჯომარდობის ფედერაციის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა.

"დღეს 8 აგვისტოა, დღე, როდესაც 9 წლის წინ რუსეთმა კვლავ განაგრძო ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, რომელიც არც არასოდეს გაჩერებულა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში!!
დღეს 8 აგვისტოს, ყარაფილაში, იმ ადგილას სადაც საოკუპაციო ხაზი ყველაზე ახლოს გადმოწია რუსმა ოკუპანტმა საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალთან,ჩვენ სიმბოლური ცოცხალი ჯაჭვის შექმნით ვაგრძელებთ იმ პროცესს, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ქვია!!!!
მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას ვისაც შეუძლია დღეს 
დადგეს ცოცხალ ჯაჭვში, შემოგვიერთდით - 10 საათზე ვარდების მოედნიდან დავიძრებით ყარაფილას მიმართულებით!!!!