"შენს სახლამდე 400 მეტრია" - აქცია ვენაში ( ფოტოკოლაჟი)

10:40 08-08-2017
161

ქართველებმა 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია მიზნად ისახავდა, რუსეთის იმპერიალისტული პოლიტიკის გაპროტესტებას საქართველოში, პატივი მიეგოთ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირებისათვის და შეეხსენებინათ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით. აქცია ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, ვენის სახელმწიფო ოპერის გვერდით გაიმართა.

შეგახსნებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.