2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიაგო.
პრემიერი ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წევრებთან ერთად გამოჩნდა და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
”8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. მე მინდა ქედი მოვიხარო ყველა გმირის წინაშე, ვინც სიცოცხლე არ დაინანა საკუთარი სამშობლოსათვის. მთელ საქართველოს გულში უნთია მათი ხსოვნის სანთელი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 აგვისტოს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დილიდან მოდიან ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს მიაგებენ.