„...მართლა ღირსებააყრილები ხომ არ ვართ“ - თაკო ჩარკვიანი რუსეთზე

10:57 08-08-2017
263

რუსეთ-საქართველოს 8 აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

„დიახ, საქართველო ოკუპირებულია და თანაც ეს არ ახალია, უკვე მრავალი, მრავალი წელია ჩვენი დამპყრობელი მეზობელი ასე გვექცევა- ეს იმ არა ჯანმრთელი ადამიანების გასაგონად, ვისაც რუსეთის იმპერია თურმე საქართველოს "გადამრჩენელად" მიაჩნიათ- კარგად წაიკითხეთ ერეკლეს წერილი ავსტრიისადმი, როგორ თხოვს მეფე დახმარებას და ,როგორ სურს მას ,რომ საქართველო დასავლეთის პარტნიორი გახდეს- და მაშასაშადმი სიძულვილი ნუ დაგვავიწყებს,რომ ოსეთამდე აფხაზეთის ომი იყო, მანამდე 9 აპრილი, 1956 წლის 9 მარტი, 1978 წელს ენას გვართმევდა , ავტოკეფალია გაგვიუქმა, გაგვიუქმა მეფის ინსტიტუტი და გუბერნიად გვაქცია ამ " ერთმორწმუნემ" (ეს მათთვის,ვინც მას "ერთმორწმუნე მეგობრად თვლის"- ჩვენი ფრესკების და ძეგლების გადაღებვა - განადგურება ნუ დაგავიწყდებათ) და ბოლოს - აამუშავეთ უკვე არსებული ოკუპაციის კანონი- მართლა ღირსება აყრილები ხომ არ ვართ“, - წერს თაკო ჩარკვიანი.