სოფელ ყარაფილასთან აქციის "ძალა ერთობაშია" მონაწილეები იკრიბებიან

11:05 08-08-2017
167

სოფელ ყარაფილასთან აქციის "ძალა ერთობაშია" მონაწილეები იკრიბებიან. ისინი თბილისიდან წამოვიდნენ და სოფელ ყარაფილასთან ცენტრალურ მაგისტრაცლზე ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ, რითაც გააპროტესტებენ რუსულ მცოცავ ოკუპაციას. აქციის მონაწილეები წუთიერი დუმულით პატივს მიაგენებენ 2008 წლის აგვისტოს ომში და 90-იან წლებში ქართულ-აფხაზურ კონლიქტად შერაცხულ ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. აქციის სლოგანია "ძალა ერთობაშია".

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარაფილას ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე კვირაა, რაც პერნამენტულად იმართება აქციები. აქციის მიზანია მცოცავი ოკუპაციის გაპროტესებტება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ მაგისტრალიდან რამდნეიმე მეტრში საოკუპაციო ხაზია გავლებული.