გიორგი კვირიკაშვილი: "ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ "

11:12 08-08-2017
104

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიაგო.  პრემიერის თქმით, ქვეყნის გაერთინებისთვის მუშაობენ.

"რაც შეეხება ომის შედეგებს ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ. მშვიდობას არ აქვს ალტერნატვა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან , ძლიერს, ეკომონიკურად ძლიერ დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს ვაშენებთ იმისთვის, რომ იყოს ერთიანი აფხაზებისთვის და ოსებისთვის. ეს ომი იყო ყველას ტრაგედია, ამიტომ ჩვენ თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს, ვუთხრათ სათქმელი და უნდა შევრიგდეთ,  იმიტომ რომ შერიგებასაც ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ერთიან საწართველოში ვიცხოვრებთ. არც აფხაზებს, არც ქართველებს და ოსებს დასაკარგი შვილი არ გვყავს" - განაცხადა კვირიკაშვილმა.