კახა კალაძე: "მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი"

11:22 08-08-2017
83

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას  პატივი თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიაგო. მისი თქმით, მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი. 

,,ძალიან კარგად მახსოვს ის საშინელება რაც ხდებოდა, როცა პირველად დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები, ის სისხლიანი, ცრემლიანი, ბნელი და მშიერი წლები. მახსოვს უცხოეთში გაყოლილი მუდმივი სიმძიმის განცდა. მერე თითქოს ეჩვევი ტკივილს და ცდილობ გაუძლო, იმ იმედით, რომ ეს მეტი აღარ გამეორდება… 

2008 წლის აგვისტოში ომი ისევ დაიწყო. ჩვენ დავკარგეთ მებრძოლები.
ჩვენ დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიები…
ვუსამძიმრებ საქართველოს, ვუსამძიმრებ ყველას, ვისაც ეს ომი უშუალოდ შეეხო და უბედურება მოუტანა,  მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ჩვენს გმირებს!  მოვა დრო, როცა საქართველო აუცილებლად იქნება ისევ ერთიანი!  და ჩვენი ყველასი, - მავრთულხლართებს აქეთ -იქით დარჩენილების საერთო სახლი.კახაკალაძის ფბ სტატუსი''- განაცხადა კახა კალაძემ.