ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, რუსული საოკუპაციო ჯარიდან 400 მეტრის მოშორებით, ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე აქცია მიმდიანრეობს. აქციის მონაწილეებმა ცოცხალ ჯაჭვს შეკრევენ, რითაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან 9 წლისთავზე რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოს დროშები, ოკუპაციის დაგმობის ამსახველი პლაკატები და ბანერები. ადგილზე უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ. აქციაში მონაწილებას იღებენ ცნობილი სახები, ცნობილი სპორტსმენები, სასულიერო პირები და საქართველოს მოქალაქეები.
ავტორი: დათო აფციაური