საქართველოს მოქალაქეებმა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგოდ ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

13:28 08-08-2017
200

ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ყარაფილასთან მოქალაქეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს, რითაც რუსული მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს. მოქალაქეებს შეუერთდნენ დაჭრილი სამხედროები, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრები, სოფელ ქანდაში მდებარე მამათა მონასტრის სასულიერო პირები და პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე. აქციის მთავარი მიზანი იყო რუსული მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტებით, აქციის მონაწილეებმა მაგისტრალზე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრით დაანახეს რუს ოკუპანტებს, რომ საქართველო არის ერთიანი და მისი საზღვარი არის მაგისტრალიდან არა 350 მეტრში, არამედ რამდენიმე ათასი მეტრის მოშორებით. მოქალაქეებმა დღევანდელი აქციით კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს გაყინული კონფლიტები, ისეთივე აქტუალურად მნიშვნელოვანი უნდა იყოს, როგორს უკრაინის და სირიის კონფლიქტები. 

აქცია სახელწოდებით "ძალა ერთობაშია, რამდენიმე კვირაა, რაც პერნამენტულად იმართება ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ ყარაფილასთან. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა "პრაიმტაიმს" განუცხადა მათი მიზანია გვერდში დაუდგნენ ადგილობრივ  მოსახლეობას და დაანახონ რომ რუსი ოკუპანტების წინაში ისინი მარტო არ არიან. ქაცარავა ამბობს, რომ ჯერჯერობით ადგილობრივი მოსახლეობა აქციებს არ უერთდება, რადგან აქვთ შიში, რომ მოქალაქეებს ადრე თუ გვიან მოსწყინდებათ აქციების გამართვა, თვითონ კი ისევ მარტოები დარჩებიან საოკუპაციო ხაზთან. ქაცარავას თქმით, აქციები არა თუ შეჩერდება პირიქით გაძლიერდება და სხვა ტერიტორიებსაც მოიცავს. მათ შორის აფხაზეთის ე.წ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიასაც. 

დღევანელი აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს2008 წლის აგვისტოს ომში და 90-იან წლებში ქართულ-აფხაზურ კონლიქტად შერაცხულ ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას. 

შეგახსნებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

 

 

 

 

 

ავტორი: ლიზი არსოშვილი