გმირი - კახაბერ თავგორაშვილი - "დედა არ ინერვიულო... სახლში დილით მოვალ"

15:26 08-08-2017
3753

9 აგვისტოს, შანხაის დასახლებაში, რამდენ­იმე წვევამდელი ბიჭი უმეთაუროდ იყო დარჩ­ენილი... სპეცრაზმელები დაინახეს და მათ გაყვ­ნენ... სპეცრაზმელ კახა თავგორაშვილს ბიჭები­სთვის უთქვამს, სადმე ჩაწექით და მოგხედავ­თო... წვევამდელებს შე­შინებიათ, მაინც გამო­დევნებიან... მოუბრუნდა, ნუ მოგვდევთო, ხელი ზე­მოთ აუწევაია და... სნაი­პერის ტყვიაც მოხვდა... 

კახაბერ თავგორაშვილი, 1976 წლის 23 ივნისს, ქალაქ რუსთავში დაიბადა. დედისე­რთას პატარაობიდანვე ანებ­ივრებდნენ...

          ნუნუ თავგორაშვილი, დედა:

,,ერთადერთი მყავ­და... ცელქი ბავშვი იყო, მა­გრამ ადვილად აღსაზრდე­ლი. ძალიან კეთილი იყო, უკანასკნელ ლუკმას უყოფ­და სხვას. რაც იზრდებოდა, უფრო დინჯდებოდა და სე­რიოზული ხდებოდა... მასწ­ავლებლებს ძალიან უყვარდ­ათ. სკოლა რომ დაამთავრა, ამბობდნენ, კახა რომ წავა, რა გვეშველება, ჩვენი მარჯ­ვენა ხელიაო...

ასევე იყო სა­მსახურშიც, ყველა აფასებდა და ყველას უყვარდა. მშობ­ლების დიდი ხათრი ჰქონდა... კეთილი და უბოროტო ბავშვი იყო. ჩვენ სახლთან ახლოს მდებარე საბავშვო ბაღის ეზოში ბავშვები გა­დადიოდნენ და თამაშობდ­ნენ ხოლმე. ერთხელ ბაღის გამგემ მითხრა: "ქალბატონო ნუნუ, ბავშვებს ფანჯრიდან ვადევნებ თვალყურს, ბევრ­ჯერ შევესწარი, კახა ბავშვე­ბს ეჩხუბებოდა, ნუ აფუჭებთ ნურაფერს, მადლობა უნდა ვთქვათ, რომ აქ შემოგვიშვე­სო"... 

ჩემი შვილი ბავშვობიდან ჯარისკაცობაზე ოცნებო­ბდა. ხშირად, პოლიგონიდან მომავალი ტანკები ჩვენი კო­რპუსის წინ გამოივლიდნენ ხოლმე. მაშინვე გარეთ გა­რბოდა და ითვლიდა რამდენი ტანკი იყო... ერთხელ, ღამის 4 საათზე, გამოიარეს ტანკ­ებმა, მაშინ კახა 8 წლის იყო. წამოხტა ლოგინიდან და ფა­ნჯრიდან ხელების ქნევა და­უწყო ჯარისკაცებს. იმათაც დაუქნიეს ხელი“. 

ლიცეუმი, რომელიც კა­ხამ დაამთავრა, დღეს მის სახელს ატარებს... სკოლის დამთავრების შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის რუ­სთავის საერო უნივერსიტე­ტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ სავალდ­ებულო სამსახურმა მოუწია. როგორც დედისერთას, ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, მაგრამ თავისი ნებით წავიდა და მოიხ­ადა სამხედრო ვალი.

1994 წლიდან 2 წელიწადი, სოფელ მუხროვანის უშიშრო­ების ნაწილში მსახურობდა. სავალდებულოს დამთავრების შემდეგ, სპეცდანიშნულების დანაყოფ „ალფა“-ში გადაიყ­ვანეს.

1999 წლის ნოემბერში ამერიკაში კვალიფიკაციის ას­ამაღლებლად წაიყვანეს, სა­დაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სწრაფი რეაგირების სპეციალური კურსები გაატარ­ეს. ჩამოსვლისთანავე მუშაობა ანტიტერორისტულ დანაყოფში დაიწყო. სპეციალობით ამფე­თქებელი იყო...

2005 წლიდან თავდაცვის სა­მინისტროში მუშაობდა.

          დედა:

„საბუთები ჩუმად გა­აკეთა. ჩვენ მაშინ გავიგეთ, როცა უკვე წასვლას აპირებდა. ბევრი ვიდარდეთ, მაგრამ ვე­რაფერი გავაწყეთ. ჩემი კახა ჯარისკაცად იყო დაბადებუ­ლი... განსაკუთრებულად უყვა­რდა თავისი საქმე.

2000 წელს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითა და მხედ­რული მამაცობისთვის დააჯ­ილდოეს.

2006 წელს, გენერალ მაზნიაშვილის ჯილდო გადა­სცეს.

გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილ­დოეს"...

თანამშრომლები იგონებენ: პირადი შემადგენლობისთვის, დისციპლინით, შრომისმოყვ­არეობითა და თავმდაბლობით კარგი მაგალითის მიმცემი იყ­ოო...

          დედა:

„ბოლოს სახლიდან 6 აგვისტოს დილის 9 საათზე გა­ვიდა. უკან მოტრიალდა და და­მიძახა, დედა არ ინერვიულო, ორ საათზე სახლში ვიქნებიო... რა ვიცოდი, რომ შვილს უკან­ასკნელად ვხედავდი... საღამოს დარეკა გორში ვარ და სახლში დილით მოვალო"...

        გიორგი თავგორაშვილი, მამა:

„8 აგვისტოს დილის 9 საათზე დამირეკა, მამა გორში ვარ და ნუ გეშინიათო. მერე ბიჭებმა გვითხეს, რომ ცხინვა­ლიდან გვირეკავდა... საღამოს ვეღარ ვუკავშირდებოდით...

8 აგვისტოს, ნიქოზთან თა­ვის მეგობარს შეხვედრია. კა­ხას უთქვამს, აბა შენ იციო... ის ბიჭი მალე დაჭრილა ფეხში და ჰოსპიტალში წაუყვანიათ. კა­ხას დაღუპვის ამბავი მისთვის, ტელეფონით შეუტყობინები­ათ... საავადმყოფოში აღარ გა­ჩერებულა და რუსთავში წამო­ვიდა... მეზობლებს იმ საღამო­სვე გაუგიათ კახას გარდაცვა­ლების ამბავი, მაგრამ ვერავინ გვეუბნებოდა...

ბოლოს მისი მეგობარი მოვიდა, გაფითრებ­ული იყო. თავი ჩაღუნა და მი­თხრა: კახა აღარ გვყავსო... სა­ხლში შევედი და მეუღლეს ვუ­თხარი, კახა დაჭრილა-მეთქი... ქვასავით გავხდი, იმ წუთას მარტო იმაზე ვფიქრობდი, რო­გორ ჩამომესვენებინა შვილი... გორის სამხედრო ჰოსპიტ­ალში ვიპოვეთ... 9 აგვისტოს ჩამოვასვენე რუსთავში"...

კახას ორი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. პირველი ქო­რწინებიდან ორი გოგონა: 11 წლის ნინო და 10 წლის ნონა. მეორე ქორწინებიდან 8 წლის დემეტრე.

              დედა:

,,დემეტრეს, როცა მამა მოენატრება, გამოიღებს სურათებს და ათვალიერებს... სამივე შვილი, მის სურათთან სანთლებს ანთებენ, ელაპარ­აკებიან. კახას გარდაცვალე­ბამდე ნონას ექიმობა უნდოდა, ახლა სულ იმას გაიძახის, მამი­კოსავით ძლიერი ჯარისკაცი უნდა გამოვიდეო"...

წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N50(92)-ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე